კახა კალაძე - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა „ქართული ოცნებისთვის“ არის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი, შესაბამისად, პრევენციული ღონისძიების გატარება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა „ქართული ოცნების“ გუნდისთვის არის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია.

აღნიშნულით ის ქრთამის აღების ფაქტზე, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლის დაკავებას გამოეხმაურა.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, არავის ეპატიება რაიმე დანაშაული და კანონსაწინააღმდეგო ქმედება.

„ჩვენი დამოკიდებულება იცით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა არის ერთ-ერთი პრიორიტეტული. შესაბამისად, პრევენციული ღონისძიების გატარება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. არავის ეპატიება რაიმე დანაშაული და კანონსაწინააღმდეგო ქმედება. ყველა დამნაშავე, ვინც დანაშაულს ჩადის კანონის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ამას ყოველთვის შესაბამისი რეაგირება მოჰყვება, არცერთი საკითხი არ დარჩება რეაგირების გარეშე“,-განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება კითხვას, აქვს თუ არა საგამოძიებო უწყებებს უშუალოდ თბილისის მერთან და მის გარემოცვასთან კითხვები, კახა კალაძე პასუხობს, რომ წლების განმავლობაში ყველანაირი მტკიცებულების გარეშე, მის წინააღმდეგ ზოგიერთი მედიასაშუალება „მიზანმიმართულ შეურაცხმყოფელ კამპანიას ახორციელებდა“.

„მთელი ამ წლების განმავლობაში, მიზანმიმართულად ახორციელებთ ჩემ წინააღმდეგ შეურაცხყოფას, ყველანაირი წითელი ხაზი გადაკვეთეთ. ერთი ფაქტი ხომ შეგეძლოთ, წარმოგედგინათ, რომ ან მე ან ჩემი რომელიმე თანამშრომელი არის დანაშაულში მხილებული. ამ ხნის განმავლობაში, ჩემ წინააღმდეგ გაძლევდნენ ინფორმაციას, სისულელეები რომ აგეგორებინათ. შემდეგ მორბოდით ჩემთან, მაჩვენებდით, რომ ჩემმა თანაგუნდელებმა მოგაწოდათ ინფორმაცია, რომ ჩემ წინააღმდეგ გაგეკეთებინათ სიუჟეტები რაღაც მოგონილი თემებით. ამას აკეთებდით იმიტომ, რომ გუნდში არეულობა შემოგეტანათ. იმასაც ვიტყვი, რომ მეტი ჭკუა გვაქვს და ვიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რაც მომავლისთვის მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი