ლევან იოსელიანი სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებსა და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა 20 და 21 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებთან და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ეროვნული უმცირესობების წინაშე არსებული პრობლემები, სახალხო დამცველის აპარატის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში და სახალხო დამცველის აპარატის მთავარი მიგნებები განიხილეს.

„სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობაზე, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა წვდომაზე განათლებაზე - ბილინგვური განათლების დანერგვის პროცესში არსებულ გამოწვევებზე ადრეული და სკოლამდელი განათლების, ასევე ზოგადი განათლების ეტაპზე. ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო ენის სწავლების პოპულარიზაციაზე, უმაღლეს განათლების, ჯანმრთელობის დაცვის სერვისებსა და მედიის ხელმისაწვდომობაზე. განიხილეს ასევე, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი პატიმრების უფლებრივი მდგომარეობა.

შეხვედრის ფარგლებში სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებმა და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებმა სახალხო დამცველის აპარატს მიაწოდეს ინფორმაცია ეროვნული უმცირესობების წინაშე არსებული გამოწვევების და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების ხედვის შესახებ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს