ვიქტორ ორბანი - პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივამ ახალი იმპულსი მოიპოვა, 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა მაგიდაზეა - მსოფლიოში მოლოდინები იზრდება

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივამ ახალი იმპულსი მოიპოვა. 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა მაგიდაზეა, ამერიკული მოლაპარაკებების დელეგაცია კიევშია და მთელ მსოფლიოში მოლოდინები იზრდება, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც დონალდ ტრამპი რამეს გადაწყვეტს, ის ამას ხელიდან არ უშვებს და მან რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება გადაწყვიტა.

„ამერიკის პრეზიდენტი უდრეკი ინდივიდუალისტია. იმ დროს პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, ომი არასდროს დაიწყებოდა. ახლა კი ცხადია, რომ როგორც კი რამეს გადაწყვეტს, ის ამას ხელიდან არ უშვებს და მან მართლაც გადაწყვიტა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება. ამასობაში, ბრიუსელმა კვლავ დაკარგა რიტმი. სანამ ვაშინგტონი მშვიდობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, ევროკომისიის პრეზიდენტი დაკავებულია იმის გარკვევით, თუ როგორ მოიპოვოს კიდევ უფრო მეტი თანხა უკრაინისა და ომის დასაფინანსებლად. ჩვენ, უნგრელებსაც გვექნება ერთი-ორი სიტყვა ამაზე სათქმელი. სიმართლის მომენტი დადგა - უფრო ზუსტად, ეს ბრიუსელზეა“, - აღნიშნა ორბანმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი