რუსტემ უმეროვი - ჩვენი პარტნიორების სამშვიდობო წინადადებებზე ვმუშაობთ უკრაინის უცვლელი პრინციპების: სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და სამართლიანი მშვიდობის ფარგლებში - ჯერ არ მიმიცია შეფასებები, მით უმეტეს, არ დამიმტკიცებია არცერთი პუნქტი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი უარყოფს შეერთებულ შტატებთან ახალი სამშვიდობო შეთანხმება შეთანხმებულია და ხაზს უსვამს, რომ უკრაინის ხელისუფლება ყურადღებით განიხილავს პარტნიორების წინადადებებს უკრაინის უცვლელი პრინციპების ფარგლებში.

„მაშინ, როცა რომ კიევში აშშ-ის დელეგაციასთან მუშაობა გრძელდება, საჯარო სივრცეში ჩნდება სხვადასხვა ვარაუდი კონსულტაციების შინაარსთან დაკავშირებით. მინდა მოკლედ განვმარტო ეს. აშშ-ში ჩემი ვიზიტის დროს ჩემი როლი ტექნიკური იყო - შეხვედრების ორგანიზება და დიალოგის მომზადება. არ მიმიცია შეფასებები ან, მით უმეტეს, არ დამიმტკიცებია არცერთი პუნქტი. ეს არ შედის ჩემს უფლებამოსილებაში და არ შეესაბამება პროცედურას. გუშინ უკრაინის პრეზიდენტსა და პრეზიდენტ ტრამპის მიერ უფლებამოსილ აშშ-ის დელეგაციას შორის საუბარი შედგა. დღეს ეს სამუშაო გრძელდება კიევში, გუნდებს შორის ტექნიკურ დონეზე. ყურადღებით განვიხილავთ ჩვენი პარტნიორების ყველა წინადადებას და ველით იგივე პატივისცემით მიდგომას უკრაინის პოზიციის მიმართ“, - წერს უმეროვი სოციალურ ქსელში.

მისი მტკიცებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაციას გეგმის პუნქტების დამტკიცების ან მოხსნის შესახებ რეალობასთან არაფერი აქვს საერთო და ეს არის დაუდასტურებელი ინფორმაციის მაგალითები, რომლებიც კონსულტაციების კონტექსტის გარეთ წარმოიშვა.

„საფუძვლიანად ვმუშაობთ ჩვენი პარტნიორების წინადადებებზე უკრაინის უცვლელი პრინციპების - სუვერენიტეტის, ჩვენი ხალხის უსაფრთხოებისა და სამართლიანი მშვიდობის - ფარგლებში“, - აცხადებს უმეროვი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს