ბელარუსიდან შეფრენილი საჰაერო ბუშტების გამო, ვილნიუსის აეროპორტის მუშაობა შეფერხდა, გადაიდო იმ თვითმფრინავის რეისიც, რომლითაც კიასტუტის ბუდრისი და ანდრიუს კუბილიუსი მგზავრობდნენ

ბელარუსიდან შეფრენილი საჰაერო ბუშტების გამო, ვილნიუსის აეროპორტის მუშაობა შეფერხდა, რამაც 1100-ზე მეტი მგზავრი დააზარალა, - ინფორმაციას მედია ლიეტუვის ეროვნული კრიზისების მართვის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საჰაერო სივრცის შეზღუდვა ხუთშაბათს საღამოს ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

წინასწარი ინფორმაციით, ლიეტუვის საჰაერო სივრცეში ბელარუსიდან 10-მდე ობიექტი შეფრინდა.

აეროპორტებმა განაცხადეს, რომ ოთხი რეისი გაუქმდა, ექვსის დაშვება და გაფრენა კი დაგეგმილ დროს ვერ მოხერხდა.

შეფერხებულ ავიარეისებს შორის იყო ბრიუსელიდან ჩაფრენილი რეისი, რომელშიც ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კიასტუტის ბუდრისი და ევროკომისარი თავდაცვის საკითხებში ანდრიუს კუბილიუსი იმყოფებოდნენ.

ბოლო კვირების განმავლობაში ლიეტუვაში ბელარუსიდან გაშვებული ამინდის ბუშტების არაერთი შეფრენა დაფიქსირდა, შესაბამისად, ლიეტუვის მთავრობამ ბელარუსთან სასაზღვრო პუნქტები დახურა. თუმცა, ოთხშაბათს, ლიეტუვის მთავრობამ მათი დაგეგმილზე ადრე გახსნის გადაწყვეტილება მიიღო და მედინინკაისა და შალჩინინკაის საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე მუშაობა ხუთშაბათს, შუაღამისას განახლდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს