კაია კალასი - არანაირი ნიშანი არ არსებობს, რომ რუსეთს მშვიდობა სურს - მხარს ვუჭერთ ნებისმიერ გეგმას, რომელიც სამართლიან და მდგრად მშვიდობას უზრუნველყოფს

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სასტიკი აგრესიის ოთხი წელი გავიდა და არანაირი რეალური ნიშანი არ არსებობს იმისა, რომ მოსკოვს მშვიდობა სურს, - ამის შესახებ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ინდო-წყნარი ოკეანის მე-4 მინისტერიალის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთს რომ ნამდვილად სდომოდა მშვიდობა, ის დათანხმდებოდა უპირობო ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც მიმდინარე წლის მარტიდან დევს მაგიდაზე.

კალასმა ხაზი გაუსვა, რომ სულ რაღაც ორი დღის წინ, რუსეთის თავდასხმებს კიდევ 26 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

„მხარს ვუჭერთ ნებისმიერ გეგმას, რომელიც სამართლიან და მდგრად მშვიდობას უზრუნველყოფს. რაც შეეხება პრეზიდენტ ზელენსკისთვის წარდგენილ სამშვიდობო გეგმას, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით : იმისთვის, რომ ნებისმიერმა სამშვიდობო გეგმამ იმუშაოს, ის უკრაინისა და ევროპელების მონაწილეობით უნდა განხორციელდეს“, - აღნიშნა კალასმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი