საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის მეცნიერებმა  სამოქალაქო და გარემოსდაცვითი ინჟინერიის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევრებმა - სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორმა გელა ყიფიანმა, ასოცირებულმა პროფესორებმა ანა ტაბატაძემ, ნინო ბახტაძემ და სპეციალისტმა ვიტალი ტყაბლაძემ ქალაქ ერევანში, სომხეთის არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნულ უნივერსიტეტში (National University of Architecture and Construction of Armenia - NUACA) გამართულ სამოქალაქო და გარემოსდაცვითი ინჟინერიის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში - ICCEE 2025 (International Conference on Civil and Environmental Engineering) მონაწილეობა მიიღეს.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, საერთაშორისო კონფერენციის გახსნის ღონისძიებაზე მასპინძელი უნივერსიტეტის რექტორს - პროფესორ მანუკ ბარსეღიანსა და სომეხ მეცნიერებს, კონფერენციის დელეგატებს 14 ქვეყნის 25 უნივერსიტეტიდან, ასევე, დარგში მოქმედი ორგანიზაციებისა და კომპანიების ხელმძღვანელ პირებს, წამყვან სპეციალისტებსა და ექსპერტებს ვიდეომიმართვით მიესალმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე.

როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ აღნიშნა, გლობალური გამოწვევების ეფექტიანი დაძლევა მხოლოდ საერთაშორისო თანამშრომლობითა და რეგიონული პარტნიორობით არის შესაძლებელი, რაც თავის მხრივ, საინჟინრო, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი მდგრადობის დამატებით გარანტიებს ქმნის.

„თანამედროვე მსოფლიოში - ამ დაჩქარებული ურბანიზაციის, კლიმატური ცვლილებებისა და სწრაფი ტექნოლოგიური გარდაქმნების ხანაში - სადაც მდგრადი განვითარება, ეკოლოგიური ბალანსის დაცვა და ინფრასტრუქტურული პროგრესი ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული - გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს მეცნიერებისა და პრაქტიკის სინთეზი და ამასთან ერთად, იზრდება სამოქალაქო და გარემოსდაცვითი ინჟინერიის სპეციალისტთა, მკვლევართა და ექსპერტთა როლი. გლობალური გამოწვევების ეფექტიანი დაძლევა მხოლოდ საერთაშორისო თანამშრომლობითა და რეგიონული პარტნიორობით არის შესაძლებელი, რაც საინჟინრო, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი მდგრადობის დამატებით გარანტიებს ქმნის.

გვჯერა, ICCEE 2025-ი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამხრეთ კავკასიის რეგიონში სამოქალაქო და გარემოსდაცვითი ინჟინერიის მეტად განვითარებას. მსგავსი საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმები ქმნის შესაძლებლობას, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და ინტელექტუალურ რესურსების გამოყენებით ერთად შევიტანოთ წვლილი როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ პროგრესში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, გამოვხატავ ღრმა პატივისცემას კონფერენციის მასპინძელი უნივერსიტეტის, მისი რექტორის, პროფესორ მანუკ ბარსეღიანის, ამ სამეცნიერო ღონისძიების ორგანიზატორების, მისი მონაწილეების მიმართ და შეკრებილ საზოგადოებას ნაყოფიერი სამუშაო გარემოს ვუსურვებ“, - აღნიშნა სტუ-ის რექტორმა ვიდეომიმართვაში.

სტუ-ის ინფორმაციით, ICCEE 2025-ის სექციებზე მოხსენებით 56 მეცნიერი წარსდგა. მათ შორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორმა გელა ყიფიანმა წარმოადგინა ნაშრომი - „ლითონის ნარანდიანი ხიმინჯების გამოყენება მეწყერსაშიშ ზონებში“, ხოლო ასოცირებულმა პროფესორმა ნინო ბახტაძემ - „ბეტონის სულფატომედეგობის გამაძლიერებელი შემვსები დანამატის წარმოების და გამოყენების დანერგვა შავიზღვისპირეთში“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს