სემეკმა რეგულირებული გენერაციის ობიექტების აუდიტის ანგარიშები მოისმინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის გენერაციის ექვსი რეგულირებადი საწარმოს მარეგულირებელი აუდიტის შედეგები მოისმინა და დადებითად შეაფასა.

ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, საჯარო სხდომაზე კომისიამ მოისმინა ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენის მიზნით შედგენილი დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის ანგარიშები.

„სემეკის მიერ ჩატარებული მარეგულირებელი აუდიტის შედეგად, 4 თბოსადგურისა და 2 ჰიდროელექტროსადგურის დანახარჯები ჯამში 21 მლნ ლარამდე შემცირდა, რაც ელექტროენერგიის საბოლოო სამომხმარებლო ტარიფზე დადებითად აისახება.

მათ შორის, შემცირება შეეხო საოპერაციო დანახარჯებს - 12,2 მლნ ლარით, ინვესტიციების ნაწილს - 8,1 მლნ ლარით, ხოლო შესამცირებელი სხვა საოპერაციო შემოსავალი განისაზღვრა - 0,5 მლნ ლარით.

საჯარო სხდომაზე კომისიამ მოისმინა სს „ხრამჰესი I“-ისა და სს „ხრამჰესი II“-ისთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენის მიზნით შედგენილი დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის ანგარიშები, ასევე შპს „გარდაბნის თბოსადგურის“, შპს „ჯიფაუერის“, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისა“ და შპს „მტკვარი ენერჯის“ საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების ფარგლებში შესაბამისი საფასურის დადგენის მიზნით შედგენილი დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის ანგარიშები.

მარეგულირებელი აუდიტის საფუძველზე კომპანიებს განესაზღვრათ კაპიტალური და საოპერაციო დანახარჯების მაჩვენებლები ახალი სატარიფო წლისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს