პოლიციამ თბილისში მომხდარი ძარცვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ძარცვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, ბრალდებულმა სხვისი საცხოვრებელი სახლიდან სხვადასხვა სახის ძვირფასი ნივთები და ფული მოიპარა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ძარცვის ბრალდებით 1971 წელს დაბადებული რ.ჯ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, 1972 წელს დაბადებული ი.ვ.-ს საცხოვრებელი სახლიდან სხვადასხვა სახის ძვირფას ნივთებს და ფულს უკანონოდ დაეუფლა და ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად რ.ჯ. ბრალდებულის სახით დააკავეს და მოპარული ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს