ჯეი დი ვენსი - უკრაინა-რუსეთის ნებისმიერმა სამშვიდობო გეგმამ უნდა შეწყვიტოს მკვლელობები უკრაინის სუვერენიტეტის შენარჩუნებით

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, უკრაინაში კონფლიქტის დასრულების ნებისმიერმა გეგმამ უნდა შეწყვიტოს მკვლელობები და შეინარჩუნოს უკრაინის სუვერენიტეტს.

„უკრაინა-რუსეთის ნებისმიერმა სამშვიდობო გეგმამ უნდა: შეწყვიტოს მკვლელობები უკრაინის სუვერენიტეტის შენარჩუნებით, იყოს მისაღები როგორც რუსეთისთვის, ასევე უკრაინისთვის, მაქსიმალურად გაზარდოს ომის თავიდან აცილების შანსი“, - წერს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

მისი თქმით, ფანტაზიაა ის, რომ თუ უკრაინას მეტ ფულს, მეტ იარაღს მისცემენ, გამარჯვების მოპოვება მალე გახდება შესაძლებელი.

„არსებობს ფანტაზია, რომ თუ უბრალოდ მეტ ფულს, მეტ იარაღს მივცემთ, ან მეტ სანქციებს დავაწესებთ, გამარჯვება ახლოსაა. მშვიდობას ვერ დაამყარებენ წარუმატებელი დიპლომატები ან პოლიტიკოსები, რომლებიც ფანტაზიების სამყაროში ცხოვრობენ. შესაძლოა, ის რეალურ სამყაროში მცხოვრებმა ჭკვიანი ადამიანებმა შექმნან“, - წერს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი