„წინ და წინ - ფინანსობანა” - პირველი საბავშვო ინტერაქციული სპექტაკლი საქართველოს რეგიონებში

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა "ფინედუს" ინიციატივით და პარტნიორი კომპანიების მხარდაჭერით, კომპანია ,,თამაშობანა"- სთან ერთად შეიქმნა საბავშვო ინტერაქციული სპექტაკლი ფინანსური განათლების შესახებ.

პირველი სპექტაკლი, ბათუმში, „ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით, გაიმართა.

აღნიშნული სპექტაკლები 22, 23, 29 და 30 ნოემბერს ბათუმის, ოზურგეთის, ქუთაისის, გორის, თელავისა და ბორჯომის III-VI კლასების მოსწავლეებისათვის გაიმართება.

თეატრალური წარმოდგენის პერსონაჟები მაყურებლებს ცოდნას აუმაღლებენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: დაზოგვა, მეწარმეობა, ფინანსური მიზნები და ფინანსური უსაფრთხოება.

სპექტაკლებს დაესწრებიან იმ სკოლების მოსწავლეები, რომელთა მასწავლებლებიც 2025 წელს "ფინედუს" პროექტებში აქტიური ჩართულობით გამოირჩეოდნენ.

ფინანსური განათლების ამაღლება საინტერესო, სახალისო და ინოვაციური გზებით უკვე ტრადიციად იქცა და ამ მიმართულებით სებ-ის ფინანსური განათლების პლატფორმა "ფინედუს" ინიციატივით არაერთი პროექტი განხორციელდა. „თამაშობანას“ შემოქმედებითი გუნდის ჩართულობითა და კომერციული ბანკების მხარდაჭერით გასულ პერიოდში შემუშავდა მხიარული კომიქსები და სამაგიდე თამაში „ფინანსური ასოციაციობანა“. გარდა ამისა, "ფინედუს" გუნდის მიერ შემუშავდა არაერთი სამაგიდე თუ საგაკვეთილო თამაში, შეიქმნა ბეჭდური მასალები - კროსვორდები, ფაზლები, საბარათე თამაშები და სხვა.

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს