კიტ კელოგი - 28-პუნქტიანი სამშვიდობო წინადადება კარგი გეგმაა

28-პუნქტიანი სამშვიდობო წინადადება კარგი გეგმაა, - ამის შესახებ უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაზე მუშაობა მიმდინარეობს და მადლიერების დღის კვირის განმავლობაში გაგრძელდება, რათა საბოლოო შედეგს მივაღწიოთ. მჯერა, რომ ამის მიღწევის შანსი გვაქვს. ვფიქრობ, დოკუმენტში უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დანართი უნდა შევიტანოთ. ცოტა ხნის წინ ჯარედ კუშნერს ვესაუბრე და ამას გეგმაში შევიტანთ, მაგრამ ეს სამუშაო დოკუმენტია. ეს კარგი გეგმაა. მასში არის საკითხები, რომლებიც დაზუსტებას საჭიროებს, მაგრამ მიზანთან თითქმის ახლოს ვართ. ვფიქრობ, როდესაც ზელენსკი აშშ-ში ჩამოვა და სავარაუდოდ, ის ჩამოვა, თუმცა ამის გარანტია არ არის, შეძლებს თქვას, რომ ეს კარგი გეგმაა“, - განაცხადა კელოგმა.

მისი თქმით, აშშ-ს „არ სურს, რომ ისტორია განმეორდეს“.

„ჩვენ არ გვსურს, რომ ისტორია განმეორდეს. ბუდაპეშტის მემორანდუმის დაბრუნება არ გვსურს, ასევე, ჩვენ მინსკი 1-ის ან მინსკი 2-ის დაბრუნება არ გვსურს“, - აღნიშნა კელოგმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს