შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთში გაემგზავრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) რიგით 66-ე გენერალური ასამბლეის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველო ხდება PABSEC-ის თავმჯდომარე ქვეყანა და შალვა პაპუაშვილი, 6 თვის ვადით, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეას უხელმძღვანელებს.

„ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლა და ასევე, მაღალი დონის შეხვედრები.

დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, შედიან ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი მეზურნიშვილი და საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური.

პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი 24 ნოემბერს დასრულდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს