აშშ ვენესუელასთან დაკავშირებით ახალ ოპერაციებს დაიწყებს

აშშ ვენესუელასთან დაკავშირებით ახალ ოპერაციებს დაიწყებს, - ინფორმაციას Reuters-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს მთავრობაზე ზეწოლის გაძლიერების ფარგლებში, აშშ ოპერაციების ახალი ფაზის დაწყებისთვის ემზადება.

თუმცა, Reuters-ი წერს, რომ ახალი ოპერაციის მასშტაბები და მოსალოდნელი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა გამოცემას განუცხადეს, რომ მადუროს წინააღმდეგ ახალი მოქმედებების პირველი ნაწილი, სავარაუდოდ, ფარული ოპერაციები იქნება.

„პრეზიდენტი ტრამპი მზადაა ამერიკული ძლიერების ყველა ელემენტი გამოიყენოს, რათა ჩვენს ქვეყანაში ნარკოტიკების შემოტანა შეაჩეროს და დამნაშავეებმა პასუხი აგონ“, - განაცხადა ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს