ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის ცნობით, ისრაელმა ბეირუთში „ჰეზბოლას“ შტაბის უფროსს დაარტყა

ისრაელმა ბეირუთში „ჰეზბოლას“ შტაბის უფროსს დაარტყა, - ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის ცნობით, თავდაცვის ძალების მიერ ბეირუთში განხორციელებული დარტყმის სამიზნე „ჰეზბოლას“ შტაბის უფროსი, ჰაითამ ალი ტაბატაბაი იყო.

„პრემიერ-მინისტრმა დარტყმის ბრძანება თავდაცვის მინისტრისა და ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსის რეკომენდაციის საფუძველზე გასცა. ისრაელი მზადაა თავისი მიზნების მისაღწევად ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს იმოქმედოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს