ექიმი ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობისას, სოფელ წკერესთან, მიწის მასის ჩამოშლის შედეგად დაშავებულზე - თავის, გულ-მკერდისა და მუცლის ღრუს ორგანოების ტრავმული დაზიანებები არ ვლინდება, მაგრამ პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა

ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობისას,სოფელ წკერესთან, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოების დროს მიწის მასის ჩამოშლის შედეგად დაშავებულის მდგომარეობა საყურადღებოა.

როგორც თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს მორიგე ექიმმა, ბეჟან ხოზრევანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დაშავებული ექიმების ინტენსიური მკურნალობის და მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

„პაციენტი სამშენებლო-საგზაო სამუშაოების დროს ჩამოშლილი მიწის მასის ქვეშ მოჰყვა. მას ჩვენს კლინიკაში ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია პოლიტრავმის რეჟიმში. ამ ეტაპისთვის თავის, გულ-მკერდის და მუცლის ღრუს ორგანოების ტრავმული დაზიანების ნიშნები არ ვლინდება. მიუხედავად ამისა, პაციენტის მდგომარეობა არის საყურადღებო. ჯერჯერობით, ჩვენს კლინიკაში ინტენსიური მკურნალობის და მეთვალყურეობის ქვეშ რჩება“, - განაცხადა ექიმმა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობისას, სოფელ წკერესთან, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოებისას, სავარაუდოდ, მიწის მასის ჩამოშლის შედეგად, სამშენებლო კომპანიის ხუთი თანამშრომელი - თურქმენეთისა და ჩინეთის მოქალაქეები - ჩამოშლილი მასის ქვეშ მოყვნენ. ადგილზე ოთხი ცხედარი იპოვეს, ხოლო ერთი პირი კლინიკაშია გადაყვანილი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს