„ჯივიპი“ - კომპანიამ მომხმარებელთა კომფორტის გასაზრდელად ვებ-გვერდი და ციფრული სერვისები განაახლა

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მომხმარებელს განახლებულ ვებ-გვერდსა და ციფრულ სერვისებს სთავაზობს. კომპანიის ცნობით, ახალი ვებ-პლატფორმა საშუალებას აძლევს „ჯივიპის“ აბონენტებს დისტანციურად, სწრაფად, მარტივად და კომფორტულად ისარგებლონ ყველა საჭირო მომსახურებით.

„ვებ-გვერდი სრულად მორგებულია ყველა ტიპის მოწყობილობაზე - კომპიუტერებსა და მობილურებზე, რაც უზრუნველყოფს მომსახურების ონლაინ ხელმისაწვდომობას ნებისმიერ დროს ნებისმიერი ადგილიდან.

„ჯივიპის“ მოდერნიზებული ვებ-გვერდის მთავარი სიახლე მომხმარებლის პერსონალური კაბინეტია, სადაც აბონენტები დარეგისტრირების შემდეგ შეძლებენ მართონ პირადი მონაცემები, აკონტროლონ დავალიანება, გადაიხადონ მომსახურების საფასური და საჭიროებისამებრ დააფიქსირონ მრიცხველის ჩვენება ონლაინ. კაბინეტიდან ასევე შესაძლებელია აბონენტის მისამართზე დაგეგმილი ან მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგი, განაცხადების დაწერა და მისი სტატუსის შემოწმება, ასევე პრობლემური საკითხების დაფიქსირება.

გარდა პერსონალური სერვისებისა, განახლებული ვებ-გვერდი მომხმარებელს საშუალებას აძლევს გაეცნოს კომპანიის მნიშვნელოვან პროექტებს, მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებს და ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს.

„ჯივიპი“ მომხმარებლის კომფორტს, მომსახურების გამარტივებასა და ციფრულ ტრანსფორმაციას ერთდროულად უზრუნველყოფს, რაც კომპანიის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისა და მოდერნიზაციის პროცესის ნაწილია“, -აღნიშნულია „ჯივიპის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება