დავით მათიკაშვილი - თუ სამშვიდობო გეგმაზე არ მოხდება ხელმოწერა, შეიძლება ცოტა ხანში უფრო მძიმე პირობებზე მოუწიოს უკრაინას დათანხმება - ეს ნიშნავს, რაოდენ სწორად, გააზრებულად იქცეოდა საქართველოს ხელისუფლება

თუ სამშვიდობო გეგმაზე არ მოხდება ხელმოწერა, როგორც ამ შეთანხმების ავტორები ამბობენ, შეიძლება, ცოტა ხანში, ამაზე უფრო მძიმე პირობებზე მოუწიოს უკრაინას დათანხმება - ეს ნიშნავს, რაოდენ სწორად, გააზრებულად, ეროვნულად, პატრიოტულად იქცეოდა საქართველოს ხელისუფლება მთელი ამ წლების განმავლობაში - ომის შემთხვევაში, თბილისში, ტურისტების მაგივრად, ტანკები იმოძრავებდნენ, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ისტორია აუცილებლად გასცემს პასუხს კითხვაზე, თუ ვისი დამსახურებაა უკრაინის „ასეთ დღეში ჩაგდება“.

"დღეს თუ ამ შეთანხმებაზეც არ მოხდება ხელმოწერა, როგორც ამ შეთანხმების ავტორები ამბობენ, შეიძლება, ცოტა ხანში, ამაზე უფრო მძიმე პირობებზე მოუწიოს უკრაინას დათანხმება. ეს რას ნიშნავს?! ეს იმას ნიშნავს, რაოდენ სწორად, გააზრებულად, ეროვნულად, პატრიოტულად იქცეოდა საქართველოს ხელისუფლება მთელი ამ წლების განმავლობაში, როდესაც არ ემორჩილებოდა, არ ექვემდებარებოდა ზეწოლას დასავლეთისგან, ევროკავშირისგან, შეერთებული შტატების ყოფილი ადმინისტრაციისგან. ამ პროცესებში, ის როგორც აქტიური მოთამაშე, არ ჩაერთო, არ დაუწესა რუსეთს სანქციები, არ ჩამოაქცია ამით თავისი ეკონომიკა, არ შექმნა ამით ომის წინაპირობები. ომის შემთხვევაში ტურისტების მაგივრად ტანკები რომ იმოძრავებდნენ თბილისში, ამასაც დიდი სჯა-ბაასი და კვლევა არ სჭირდება. ზუსტად ამ 28-პუნქტიან გეგმას რომ ჩახედავ, ნორმალურად და სწორად მოაზროვნე ქართველ ადამიანს, სწორედ ეს მოუვა თავში, რომ სწორი იყო ჩვენი ხელისუფლება, როდესაც დგამდა იმ ნაბიჯებს, რაც მშვიდობის უზრუნველყოფას ეხება. რა დღემდე მივიდა, სამწუხაროდ, უკრაინა ამ ომის პირობებში, როდესაც ომის რიტორიკა ბევრად აღემატებოდა იქ მშვიდობის რიტორიკას. აქ დამნაშავე ვინ არის და ვინ დაიწყო ომი, აბსოლუტურად გასაგებია, მაგრამ ამ მოცემულობამდე მიყვანა, ამ ერის, ამ სახელმწიფოს ასეთ დღეში ჩაგდება ვისი დამსახურებაა, ცალკე საკითხავია. ისტორია ამაზე აუცილებლად იტყვის თავის პასუხს,“ - განაცხადა მათიკაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება