გიგა ფარულავა - ემიგრანტებთან დაკავშირებით, საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნდამენტური უფლების შეზღუდვაა - რაც შეეხება მოტივს, რაზეც „ქართული ოცნება" საუბრობს, ეს პროპაგანდის ნაწილია

ემიგრანტებთან დაკავშირებით, საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნდამენტური უფლების შეზღუდვაა, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, გიგა ფარულავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოდან ადამიანები საკუთარი თავის და ოჯახების გადასარჩენად მიდიან და ხელისუფლებას მათი ბედი არ აინტერესებს.

„რაც შეეხება საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს და ახალ კანონპროექტს - ცვლილებების მიხედვით, ემიგრანტებს არჩევნებში, რეფერენდუმში, ასევე პლებისციტში ეზღუდებათ მონაწილეობის მიღება. ეს არის კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნდამენტური უფლების შეზღუდვა. რაც შეეხება მოტივს, რასაც „ქართული ოცნება" აცხადებს და მათზე გავლენისგან დაცვის მექანიზმებზე მიუთითებს - ბუნებრივია, ეს არის პროპაგანდის ნაწილი და ცალსახად შეუსაბამო კონსტიტუციასთან. ემიგრანტები ამ ქვეყნიდან წავიდნენ იმისთვის, რომ ხელისუფლება მათ ვერ სთავაზობს ნორმალურ როგორც სოციალურ-ეკონომიკურ, ასევე ჯანდაცვის და სხვა პირობებს. ეს ადამიანები მიდიან ქვეყნიდან იმისათვის, რომ საკუთარი თავი, ოჯახები გადაარჩინონ და ხელისუფლებას არ აინტერესებს მათი ბედი, მათი დამოკიდებულება, მათი მოსაზრება ქვეყნის მომავლის მშენებლობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ფარულავამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება