კახა კალაძე ტრამპის განცხადებაზე ევროკავშირი-რუსეთის სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებით - ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია - ხომ გახსოვთ, პირდაპირ როგორ გვემუქრებოდნენ, რათა სანქციებს მივერთებოდით

ეს ჩვეულებრივი რეალობაა. ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია. ყველა მოქმედებს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე. ნახეთ და შეადარეთ, პირდაპირი ვაჭრობა რუსეთთან წლების განმავლობაში რამდენი იყო და როგორია დღეს, მიუხედავად იმისა, რომ შემოღებულია სანქციები, პირდაპირი ვაჭრობა აქვთ და რამდენია თანხების ბრუნვა, ამასაც ნახავთ - მარტივად შეიძლება ინფორმაციის მიღება, - ამის თაობაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა, რომელმაც ევროკავშირი, რუსეთთან მრავალმილიარდიანი სავაჭრო ურთიერთობების გამო გააკრიტიკა.

კახა კალაძის თქმით, ნურავის ჰგონია, რომ საქართველოს ინტერესების დასაცავად აქ ვიღაც ევროპიდან ან ამერიკიდან ჩამოვა.

„ეს ჩვეულებრივი რეალობაა. თქვენ ხომ გახსოვთ, როგორ გვაკრიტიკებდნენ და პირდაპირ გვემუქრებოდნენ, რეზოლუციებს იღებდნენ, მოგვიწოდებდნენ, რომ მივერთებოდით სანქციებს, რითაც ჩვენ უნდა დაგვეზარალებინა ჩვენი ქვეყანა, ეკონომიკა და ხალხი, ხოლო მათ ამით უნდა ესარგებლათ.

ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია, ყველა მოქმედებს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე.

ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ნუ გგონიათ, აქ ჩვენი ინტერესების დასაცავად და გასატარებლად ვიღაც ევროპიდან ან ამერიკიდან ჩამოვა.

ყველას თავისი ინტერესი აქვს, ყველა ფიქრობს თავის ქვეყანაზე და, რა თქმა უნდა, ჩვენ, ქართველებმა, პირველ რიგში, უნდა ვიფიქროთ ჩვენს ქვეყანაზე, ხალხსა და ამ ქვეყნის მომავალზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში