თბილისის სააპელაციო სასამართლომ და N12 პენიტენციურმა დაწესებულებამ გაიზიარეს საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები საჯარო და პერსონალური ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით

საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და N12 პენიტენციური დაწესებულების მიერ რეკომენდაციების გაზიარებისა და შესრულების ფაქტს. ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქმეთა შესწავლის ფარგლებში სახალხო დამცველმა საჯარო დაწესებულებების მიერ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის შეზღუდვა გამოავლინა, რომელიც მათ შორის, საჯარო და პერსონალური ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებებს მოიცავს.

„კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ერთ-ერთ განმცხადებელს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, არ მიაწოდა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის შრომის სამართალში სპეციალიზებული მოსამართლეების შესახებ ინფორმაცია. მიიჩნია რა ეს ფაქტი საჯარო ინფორმაციის წვდომის უფლების დარღვევად, საქართველოს სახალხო დამცველმა 2025 წლის 3 ნოემბერს ინფორმაციის გაცემის რეკომენდაციით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს.

ასევე, 2025 წლის 11 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა N12 პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორს, რათა უზრუნველყო მსჯავრდებულისთვის მის შესახებ არსებული პერსონალური ინფორმაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით მიწოდება, მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებული აღნიშნულ დოკუმენტაციას/ინფორმაციას განმეორებით ითხოვდა.

საჯარო დაწესებულებებმა გაიზიარეს სახალხო დამცველის რეკომენდაციები და მოქალაქეებს მოთხოვნილი ინფორმაცია გადასცეს“,-აღნიშნულია სახალხო დამცველის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება