პარლამენტის კულტურის კომიტეტმა მხარი დაუჭირა მთავრობის ინიციატივას, რომლითაც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან კულტურის სამინისტროს კონტროლს დაექვემდებარება

პარლამენტის კულტურის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა მთავრობის ინიციატივას, რომლის გათვალისწინებით, ამჟამად განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კონტროლის ქვეშ არსებული კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან კულტურის სამინისტროს კონტროლს დაექვემდებარება.

“ეროვნული საარქივო ფონდის და ეროვნული არქივის შესახებ“ კანონში ცვლილება კომიტეტის წევრებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ გააცნო, რომლის შეფასებით, ცვლილება მხოლოდ ტექნიკური ხასიათისაა და ამ ეტაპზე, არანაირი რეორგანიზაცია დაგეგმილი არ არის.

მისი თქმით, ამ შემთხვევაში საუბარი არ არის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის დაკარგვაზე, არც მის გაუქმებაზე და არც - ბიუჯეტის შემცირებაზე. გაბისონიამ აღნიშნა ისიც, რომ არაფერი შეიცვლება სამეცნიერო კვლევების მიმართულებით.

“ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულია უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა, უძვირფასესი ხელნაწერები. წლების განმავლობაში ძალიან სავალალო მდგომარეობაშია. საკმაოდ ძვირი ჯდება შენახვა, მაგრამ ეს ხარჯები არ შველის. ამ მიმართულებით ხარჯი ყოველ წელს იზრდება. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კულტურის სამინისტროში გადაინაცვლოს.

ასევე ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ მას სამეცნიერო კვლევის ნაწილი არ დააკლდება. ის იქნება იგივე სუბიექტი, როგორც აქამდე იყო და შეეძლება ყველა იმ საგრანტო პროგრამით ისარგებლოს, რომელიც რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდს გააჩნია. ამის ანალოგი და მაგალითი გვაქვს - ეს არის ეროვნული მუზეუმი, რომელსაც გრანტები აღებული აქვს ჩვენს სამინისტროში შემავალი რუსთაველის ფონდიდან. ასევე, ჩუბინაშვილის სახელობის კვლევის ცენტრი. ამ ნაწილში არაფერი განსაკუთრებული არ მოხდება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ კულტურის კომიტეტის სხდომაზე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს