რომეო მიქაუტაძე მოწმეს - როცა გარკვეული საკითხები წამოიჭრა, არავისთან გქონიათ კომუნიკაცია, რომ ჩემთან „ქართულ ჯიგრულ პონტში“ მოგეგვარებინათ?

როცა გარკვეული საკითხები წამოიჭრა, არავისთან გქონიათ კომუნიკაცია, რომ ჩემთან ეს „ქართულ ჯიგრულ პონტში" მოგეგვარებინათ? - ამ სიტყვებით მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ ერთ-ერთ მოწმეს, რომელსაც მიქაუტაძემ „თბილსერვის ჯგუფის" ხელმძღვანელობის დროს ხელშეკრულებით წარმოდგენილი განათებები დაუხარვეზა.

მოწმემ მიქაუტაძის კითხვას უარყოფითი პასუხი გასცა.

აღნიშნული მოწმე კომპანია „მაი ჯიპიესის" წარმომადგენელი, მიხეილ ჩაკაბერიაა. მისი ჩვენების მიხედვით, 2019 წელს მან ტენდერში მიიღო მონაწილეობა, სადაც გაიმარჯვა. მისმა კომპანიამ "თბილსერვის ჯგუფთან" ხელშეკრულება გააფორმა, რაც ლედსანათების მიწოდებას გულისხმობდა. თუმცა, ჩაკაბერიას ჩვენების მიხედვით, აღნიშნული სანათები მას რომეო მიქაუტაძემ დაუხარვეზა, რადგან ის მიქაუტაძის გადაწყვეტილებით, სახელშეკრულებო პირობებს არ შესაბამებოდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩაკაბერიამ სასამართლო დავა მოიგო, რის შედეგადაც სახელმწიფოს 114 000 ლარის ზიანი მიადგა.

რომეო მიქუტაძის ადვოკატის, ბექა ნემისწვერიძის განცხადებით კი, პროდუქციის დახარვეზების გადაწყვეტილება მიქაუტაძის პირადი გადაწყვეტილება არ ყოფილა.

„სასამართლოში მოწმის ჩვენებით და ასევე სხვა მტკიცებულებებით დასტურდება, რომ რომეო მიქაუტაძემ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად კი არ მიიღო, არამედ შესაბამისი სამსახურის დასკვნის საფუძველზე. შესაბამისმა სამსახურმა წარმოდგენილი პროდუქცია შეაფასა და დადო დასკვნა, რომ ის ტენდერით გათვალისწინებულ პირობებს არ შეესაბამებოდა. მიქაუტაძეს უფლებაც კი არ ჰქონდა, სხვაგვარი გადაწყვეტილება მიეღო",- განაცხადა ნემსიწვერიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება