პროკურორი - რომეო მიქაუტაძე მრავალ კორუფციულ სქემაში მონაწილეობდა, ამიტომ სასამართლოში ბევრი მოწმეა წარსადგენი, ასევე გამოკვლეული იქნება წერილობითი მტკიცებულებები და ბრალდების მხარე დაადასტურებს, რომ მას ბრალდება სწორად აქვს შერაცხული

მოგეხსენებათ, რომეო მიქაუტაძე მრავალ კორუფციულ სქემაში მონაწილეობდა. შესაბამისად, სასამართლოში ბევრი მოწმეა წარსადგენი, ასევე გამოკვლეული იქნება წერილობითი მტკიცებულებები და ბრალდების მხარე დაადასტურებს, რომ მას ბრალდება სწორად აქვს შერაცხული, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის საქმის პროკურორმა ირაკლი მარშანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე 6 მოწმე დაიკითხა, რომლებმაც სასამართლოს ინფორმაცია მიაწოდეს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებთან დაკავშირებით“.

„ასევე, ინფორმაცია მოგვაწოდეს მიქაუტაძის მიერ სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის ფაქტებთან დაკავშირებით. მათ შორის, დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხა ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელი, რომელმაც „თბილსერვისს“ მიაწოდა ლედასანათები, რომელიც დაუსაბუთებლად რომეო მიქაუტაძის მიერ მიღებული არ იქნა, რის შედეგადაც სახელმწიფოს მიადგა ზიანი, რადგან სასამართლომ „თბილისერვის ჯგუფს"“ დააკისრა 114 000 ლარის გადახდა.

ბრალდების მხარე წარადგენს სხვადასხვა მოწმეებს, მოგეხსენებათ, მრავალ კორუფციულ სქემაში მონაწილეობდა რომეო მიქაუტაძე, შესაბამისად, ბევრი მოწმეა წარსადგენი, ასევე გამოკვლეული იქნება წერილობითი მტკიცებულებები და ბრალდების მხარე დაადასტურებს, რომ მას ბრალდება სწორად აქვს შერაცხული“, - განაცხადა მარშანიამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება