კახა კალაძე ონლაინ მედიების დაფინანსებაზე - რატომ გიკვირთ? პირდაპირ გამოდიან და საუბრობენ, რომ ეძებენ სხვადასხვა მექანიზმს, რათა საქართველოში ფული შემოიტანონ, შემდეგ კი აღნიშნული თანხები მოახმარონ ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებს

პირდაპირ გამოდიან და საუბრობენ, რომ ეძებენ სხვადასხვა მექანიზმს, რათა საქართველოში ფული შემოიტანონ, შემდეგ კი აღნიშნული თანხები მოახმარონ ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოში მოქმედი ონლაინ მედიების დაფინანსებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი განმარტებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმაც კი დაასახელა ის კონკრეტული ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, „სახელმწიფო გადატრიალების მცდელობებს აფინანსებდნენ“.

„რატომ გიკვირთ? პირდაპირ გამოდიან და საუბრობენ, რომ ეძებენ სხვადასხვა მექანიზმს, რომ საქართველოში ფული შემოიტანონ, შემდეგ კი აღნიშნული თანხები მოახმარონ ქვეყანაში შიდაპოლიტიკურ საქმეებს. მთელი ამ წლების განმავლობაში, როდესაც ვსაუბრობდით, რომ უცხოეთიდან შემოდის თანხა, რომელიც მიდის ქართულ პოლიტიკაში, ტელევიზიებში, ხმარდება ექსტრემიზმის გაძლიერებას, პოლარიზაციას, საზოგადოების გახლეჩის მცდელობას, ამას ხომ არ ვიტყუებოდით? კონკრეტული ფაქტები ხომ ვაჩვენეთ საზოგადოებას? ტრამპი გამოვიდა და დაასახელა ის ორგანიზაციები, რომლებიც წლების განმავლობაში, სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, სახელმწიფო გადატრიალებებს აფინანსებდნენ. ხომ ყველაფერი ცხადი და ნათელია? ამიტომ არის გამჭვირვალობა და აღნიშნული კანონის მიღება მნიშვნელოვანი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება მედია ორგანიზაცია „მთის ამბების“ საერთაშორისო დონორებთან - „დოიჩე ველესთან“ და გერმანიის საელჩოსთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, კახა კალაძე აცხადებს, რომ სახელებს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან დაფინანსების წყარო არის ერთი.

„სახელები არაფერს ნიშნავს, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თანხები, რომლებიც საქართველოში შემოდის, შეიძლება სხვადასხვა ორგანიზაციის სახელით შემოვიდეს, მაგრამ წყარო არის ერთი, გარედან. ვიცით, ვინ არიან არაფორმალური მმართველები, არაფორმალური მმართველობა, რომელიც მსოფლიოს უდიდესი საფრთხე და ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი მტერია. სხვადასხვა მეთოდით ცდილობენ, რომ ეს თანხები შემოიტანონ ფარულად და შემდეგ მიმართონ თუნდაც საპატრიარქოს, სარწმუნოების წინააღმდეგ. არ გახსოვთ კონკრეტული კამპანიები ამ ყველაფრის? ეს ყველაფერი გარედან იყო თავსმოხვეული და გარედან შემოსული თანხებით ხდებოდა აღნიშნული პერფორმანსების დაფინანსება. რომ ჩაეძიოთ და ნახოთ მათ მიერ მომზადებული სიუჟეტები თუ ინფორმაციები, რა თქმა უნდა, იკვეთება ინტერესი, რომ ქვეყანაში არ იყოს სტაბილური სიტუაცია და სხვადასხვა ტრაგედია გამოყენებული იყოს პოლიტიკური თვალსაზრისით“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება