ჟენევაში, თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებულ კონფერენციაზე საქართველო „ბინძური საფერფლის“ მფლობელად დასახელდა, რა ტიტულიც იმ ქვეყნებს ენიჭებათ, სადაც შესაბამისი კუთხით უკან გადადგმული ნაბიჯები ფიქსირდება

ჟენევაში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის მე-11 მხარეთა კონფერენცია (COP11) გაიმართა, სადაც საქართველო „ბინძური საფერფლის“ მფლობელად დასახელდა.

როგორც „კვირის პალიტრის“ ჟურნალისტი ჟენევიდან იუწყება, აღნიშნული ტიტული ენიჭებათ ქვეყნებს, რომლებიც თამბაქოს კონტროლის პროცესში უკან გადადგმული ნაბიჯებით ან ინდუსტრიის ინტერესების დაცვით გამოირჩევიან.

ამასთან, ორგანიზაცია „კამპანია - თამბაქოსგან თავისუფალი ბავშვების“ ევრაზიის პროგრამების კოორდინატორის, ოლგა კნორენს განცხადებით, საქართველოს დელეგაციამ, რომელსაც ეკონომიკის და ჯანდაცვის სამინისტროები წარმოადგენდა, „იმის ნაცვლად, რომ მტკიცედ დაეცვა მოსახლეობის ჯანმრთელობის ინტერესები, დააფიქსირა პოზიციები, რომლებიც უფრო კერძო სექტორის ინტერესები ს დაცვას ჰგავდა”.

„მტკიცებულებებზე დაფუძნებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრიორიტეტების უარყოფა რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს პროგრესს და ასუსტებს საერთაშორისო ძალისხმევას თამბაქოს კონტროლის გასაძლიერებლად”, - განაცხადა ოლგა კნორემ.

მისივე თქმით, საქართველოში უკვე მიღწეულია პროგრესი, დანერგილია სტანდარტიზებული შეფუთვა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველო მაღალ დონეზე იცავს კანონს დახურულ სივრცეში მოწევის და რეკლამა/პოპულარიზაციის აკრძალვის შესახებ, რა მიღწევებმა ქვეყანა თამბაქოს კონტროლის რეგიონულ ლიდერად აქცია, „მიუხედავად ამისა, დელეგაციის არგუმენტები მკაფიოდ ეწინააღმდეგება ქვეყნის მიღწევებს“.

„განსაკუთრებით შემაშფოთებელია საქართველოს პოზიცია, რომელსაც რეგიონში თამბაქოს კონტროლის ერთ-ერთი ყველაზე ყოვლისმომცველი საკანონმდებლო ბაზა აქვს და მაინც აირჩია წინააღმდეგობა გაეწია საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის სამომავლოდ მნიშვნელოვანი ზომებისა და სხვა ეფექტიანი წინადადებებისთვის. ისინი თამბაქოს კონტროლის შემდგომ გაუმჯობესებას ისახავს მიზნად“, - განაცხადა ექსპერტმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება