ვლადიმერ პუტინი რეჯეფ თაიფ ერდოღანს  - კონფლიქტის დარეგულირების ამერიკული წინადადებები იმ ვერსიით, რომელსაც გავეცანით, შეიძლება, საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების საფუძველი გახდეს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თურქ კოლეგას, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ტელეფონით ესაუბრა, - ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა უკრაინის კონფლიქტი, დარეგულირების ამერიკული წინადადებები და ორმხრივი დღის წესრიგი განიხილეს.

„ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ ეს წინადადებები იმ ვერსიით, რომელსაც ჩვენ გავეცანით, შეესაბამება რუსეთ-ამერიკის სამიტზე ალასკაში გამართულ დისკუსიებს და, პრინციპში, შეიძლება საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების საფუძველი გახდეს. კიდევ ერთხელ დადასტურდა რუსეთის ინტერესი უკრაინის კრიზისის პოლიტიკური და დიპლომატიური მოგვარების მიმართ“, - ნათქვამია კრემლის ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი