ანტონიო კოშტა - აშშ-სგან და უკრაინისგან ინფორმაცია მივიღეთ, რომ ჟენევაში მოლაპარაკებები კონსტრუქციული იყო და რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით პროგრესი იქნა მიღწეული

აშშ-სგან და უკრაინისგან ინფორმაცია მივიღეთ, რომ ჟენევაში მოლაპარაკებები კონსტრუქციული იყო და რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით პროგრესი იქნა მიღწეული, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ უკრაინის საკითხზე ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური სამიტის შემდეგ განაცხადა.

„სამშვიდობო მოლაპარაკებებში წინსვლის ახალი ტემპი შეინიშნება. ჟენევაში გუშინ გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც აშშ-ის, უკრაინის, ევროკავშირის ინსტიტუტებისა და ევროპის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა. ამ წინგადადგმულ ნაბიჯს მივესალმებით. ზოგიერთი საკითხი კვლავ მოსაგვარებელია, თუმცა კურსი პოზიტიურია“, - განაცხადა ანტონიო კოშტამ.

მისი თქმით, „ის საკითხები, რომლებიც ევროკავშირს ეხება, კერძოდ სანქციები, გაყინული აქტივები და გაფართოება, ევროკავშირის სრულ ჩართულობას მოითხოვს“.

„ახლა მნიშვნელოვანია, რომ წინ ნაბიჯი გადავდგათ როგორც პარტნიორებმა, რომელთაც საერთო მიზანი აერთიანებთ: ადამიანების მკვლელობების დასრულება, უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის დასრულება და უკრაინელი ხალხისთვის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფა“, - აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება