მაკა ბოჭორიშვილი - როდესაც კათოლიკურ სამყაროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ურთიერთობები ვატიკანთან პოზიტიურად გაგრძელდეს და შედეგები ნაყოფიერი იყოს

როდესაც კათოლიკურ სამყაროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ურთიერთობები ვატიკანთან პოზიტიურად გაგრძელდეს და შედეგები ნაყოფიერი იყოს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილი აღნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრის ვატიკანში ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო კათოლიკური სამყაროს ახალი პაპის არჩევის ფონზე.

„პრემიერ-მინისტრისთვის ეს იყო კარგი შესაძლებლობა, პაპისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია მიმდინარე პროცესებისა და მოვლენების შესახებ ჩვენს ქვეყანაში და რეგიონში, იმაზე თუ როგორ ვხედავთ ჩვენ გარშემო მიმდინარე პროცესებს და მოვლენებს. ამასთან, ვატიკანის გლობალური როლისა და პოზიციების გათვალისწინებით, შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო მხარეებს შორის მოსაზრებების გასაცვლელად", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრი ასევე შეეხო საქართველოსა და ვატიკანს შორის არსებულ ისტორიულ ორმხრივ ურთიერთობებს.

„საქართველოს ვატიკანთან ხანგრძლივი ისტორია აქვს. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ყოველთვის გამორჩეული იყო თანამშრომლობითა და მეგობრული განწყობით. ახალი პაპის ხელმძღვანელობით მნიშვნელოვანია, რომ ეს ურთიერთობები პოზიტიურად გაგრძელდეს და კარგი შედეგები მივიღოთ", - განაცხადა მინისტრმა.

აღნიშნულ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს