საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მკლავჭიდის შიდა საუნივერსიტეტო ტურნირი გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მკლავჭიდის შიდა საუნივერსიტეტო ტურნირი გაიმართა, რომელშიც საერთო ჯამში სტუ-ის 11 ფაკულტეტის 140-მა სტუდენტმა იასპარეზა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, საუნივერსიტეტო ტურნირი მკლავჭიდში ჩატარდა 60, 70, 80, 90, 100 და 100+ კგ წონით კატეგორიებში როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა ხელით.

ტურნირში მოასპარეზე სტუდენტებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფაკულტეტების დეკანები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები გულშემატკივრობდნენ. ტურნირის მსვლელობისას თითოეულ წონით კატეგორიაში ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მფლობელი ახალგაზრდები გამოვლინდნენ.

ტურნირის მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, დაძაბულ ორთაბრძოლებში ოქროს მედლები მოიპოვეს სტუდენტებმა: 60 კგ წონით კატეგორიაში მარცხენა და მარჯვენა ხელით ასპარეზობისას - ბექა ჯიშკარიანმა; 70 კგ წონით კატეგორიაში მარცხენა ხელით - გიორგი ხაბულიანმა, ხოლო მარჯვენა ხელით - ირაკლი იჭირაულმა; 80 კგ - მარცხენა და მარჯვენა ხელით – ნოდარ შანყულაშვილმა; 90 კგ - მარცხენა ხელით გიორგი ხიზანიშვილმა, მარჯვენა ხელით კი – ლაშა მაისურაძე; 100 კგ - მარცხენა და მარჯვენა ხელით - ნოდარ შანყულაშვილმა და 100+ კგ წონით კატეგორიაში მარცხენა და მარჯვენა ხელით ასპარეზობის გამარჯვებული თაზო მეკოკიშვილი გახდა. ამასთან ერთად, ტურნირის გუნდურ ასპარეზობაში უპირობო გამარჯვება და ოქროს თასი მსაჯთა კოლეგიამ სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტს მიაკუთვნა.

მკლავჭიდში საუნივერსიტეტო ტურნირის გამარჯვებულ სტუდენტებს გამარჯვება მიულოცეს და ჯილდოები გადასცეს ფაკულტეტების დეკანებმა, სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა და უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა.

სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ლევან ფიფიას განცხადებით, სასიხარულოა, როდესაც სტუდენტები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასპორტო ტრადიციებს აგრძელებენ. მისი თქმით, სტუდენტების აქტიური ჩართულობთ მასშტაბური საუნივერსიტეტო სპორტული ღონისძიებების ორგანიზება ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, საუნივერსიტეტო ტრადიციების აღორძინებას და სტუდენტების მრავალმხრივი ნიჭისა და უნარების წარმოჩენას.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება