შალვა პაპუაშვილი ბულგარეთის პრეზიდენტს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბულგარეთის პრეზიდენტ რუმენ რადევს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და ბულგარეთს შორის მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობა საუკუნეებს ითვლის.

შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა ბულგარეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, ასევე, საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში ბულგარეთის ღირებული მონაწილეობისთვის.

„მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის საპარლამენტო ურთიერთობები. შალვა პაპუაშვილმა გამოხატა საკანონმდებლო ორგანოებს შორის კავშირების გააქტიურების მზაობა.

შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოსა და ბულგარეთს, როგორც შავი ზღვის ქვეყნებს შორის თანამშრომლობისა და მეტი დაკავშირებადობის ხელშეწყობის მნიშვნელობა. შალვა პაპუაშვილი მიესალმა ბულგარეთის მონაწილეობას შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტში.

საუბარი, აგრეთვე, შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს. შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო გააგრძელებს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე მუშაობას. მან, აგრეთვე, ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც შუა დერეფნის ქვეყნის, მნიშვნელობას ევროპის ენერგო დამოუკიდებლობის ხელშეწყობის კუთხით.

შეხვედრა შედგა შალვა პაპუაშვილისა და საპარლამენტო დელეგაციის ბულგარეთში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რომელიც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობას უკავშირდება. საპარლამენტო დელეგაციაში შედიან: PABSEC-ში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი მეზურნიშვილი, ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა