ნათია კუპრაშვილი - ხელისუფლება კრიტიკულ მედიაზე შეტევის ახალ ეტაპზე გადავიდა - ხდება საინფორმაციო ველის მომზადება, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება სხვა ნაბიჯებიც

ხელისუფლება კრიტიკულ მედიაზე შეტევის ახალ ეტაპზე გადავიდა - ხდება საინფორმაციო ველის მომზადება, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება სხვა ნაბიჯებიც - ამის შესახებ „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ დირექტორმა, ნათია კუპრაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, რითაც ეხმაურება ონლაინ მედიების უცხოური ფონდებიდან დაფინანსებაზე „იმედის კვირის“ რეპორტაჟს.

ნათია კუპრაშვილის თქმით, რეპორტაჟი მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლებას არ უნდა, კონკრეტული თემები ფიგურირებდეს მედიაში, განსაკუთრებით განათლების რეფორმა და „არაბული ქალაქები“.

„ხელისუფლება კრიტიკულ მედიაზე შეტევის ახალ ეტაპზე გადავიდა, თუმცა მოულოდნელი ეს კი არ არის, არამედ უფრო არის აბსოლუტური უპატივცემულობა „იმედის“ მაყურებლის, იმდენად სასაცილო დეტალებია რეპორტაჟში. სიუჟეტში იყო ბორჯომის ტელევიზია, რომელიც არ არსებობს, პირველი მსხვერპლი იყო რუსული კანონის და გაუქმდა. ბორჯომის ტელევიზია 2024 წელს დაიხურა და ის ფიზიკურად ვერაფერს მიიღებდა 2025 წელს, რეპორტაჟი 2025 წელზეა, თითქოს მილიონობით თანხა შემოვიდა. ასევე იყო საუბარი მარნეულის ტელევიზიაზე, რომლის ძირითადი შემოსავალია მარნეულის და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების ფული, ბიუჯეტის ფული. საქართველოს ხელისუფლება უხდის ფულს მარნეულის ტელევიზიას.

რა თქმა უნდა, ეს არის ახალი ნაბიჯი, ხდება საინფორმაციო ველის მომზადება. ეს იმას აჩვენებდა, რომ აქვთ მთავარი „მესიჯი“, ეს „მესიჯია“ გასატანი და მან უნდა მოამზადოს საფუძველი ახალი რეაქციისთვის, ეს რეაქცია კი ჩანდა დღეს იმით, ვინ როგორ განცხადებას აკეთებდა პოლიტიკოსთა მხრიდან. რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება სხვა ნაბიჯებიც. ამ რეპორტაჟში პირდაპირ რა აზრიც შეიძლება გამოვიტანოთ არის ის, რომ არ უნდათ კონკრეტული თემები რომ ფიგურირებდეს მედიაში, მაგალითად განათლების რეფორმა და არაბული ქალაქები.

აბსოლუტურად გათვლადია, რა შეიძლება მოჰყვეს მედიასთან დაკავშირებულ მოქმედებებს. „ქართული ოცნება“ არის ძალიან თანმიმდევრული. ის ცვლის სისტემას. ის ცდილობს, რომ დემოკრატიული სისტემა ჩაანაცვლოს ავტორიტარული, ტოტალიტარული სისტემით“, - განაცხადა ნათია კუპრაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს