შალვა პაპუაშვილი - ბრიუსელის ფარისევლობა საარაკო საქმეა უკვე

ბრიუსელის ფარისევლობა საარაკო საქმეა უკვე. ეს არის, როდესაც აცდები ღირებულებით გზას და სრულად ხარ მართული არაფორმალური მმართველობის ხელით, რა თქმა უნდა, აქ ისეთ ნაბიჯებს გადადგამ, რომელიც ღირებულებებთან კავშირში არ არის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამხილა და დაასახელა მთლიანად ევროკავშირი ამ ფარისევლობაში, როდესაც 180 მილიარდს აძლევ უკრაინას და 310 მილიარდს აძლევ რუსეთს, აქ შემდეგ საუბარი და პრეტენზიები ვინმეს მიმართ ეკონომიკურ ურთიერთობებზე, რა თქმა უნდა, არათუ ფარისევლობა, არამედ სამარცხვინოა. შემდეგ რომ კადრულობ და სამ ნახევარ მილიონიან საქართველოს კიდევ პრეტენზიებს უყენებ, ქართველ გლეხებს, რომ ღვინო რატომ გადის რუსეთში, მაშინ როდესაც ლიეტუვა არის რეკორდსმენი ღვინის გატანით, ესტონეთი არის რეკორდსმენი ვისკის გატანით. მაშინ როდესაც საგარეო საკითხების კომისარი კაია კალასი და მისი ქმარი რუსეთთან ვაჭრობდა ორმაგი დანიშნულების საგნებით. ეს არის ის მომენტი, როდესაც სიმართლე არ იმალება ხოლმე და ამოტივტივდა მთელი ფარისევლობა, რაც ბრიუსელს სამი წლის განმავლობაში ჰქონდა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები