მედია - კაია კალასმა უკრაინისთვის სამშვიდობო გეგმის განსახილველად ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა მოიწვია

ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა უკრაინისთვის სამშვიდობო გეგმის განსახილველად ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა მოიწვია, - ინფორმაციას უკრაინული გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“ ევროკავშირის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინული მედიის ცნობით, კაია კალასის მოწვევით ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგგარეშე სხდომა 26 ნოემბერს გაიმართება.

„ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ოთხშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს იწვევს, რათა უკრაინისთვის სამშვიდობო გეგმის მომზადების საკითხი და ამ პროცესში ევროკავშირის როლი განიხილონ“, - განუცხადა გამოცემას ევროკავშირის ოფიციალურმა პირმა.

გამოცემის წყაროს ცნობით, შეხვედრა ვირტუალურ ფორმატში ჩატარდება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება