ანდრო გოცირიძე - მნიშვნელოვანია დასავლეთს სწორად ესმოდეს, რა უნდა რუსეთს - რუსეთისთვის ძირითადი საფრთხე არის მის საზღვრებზე შემდგარი დემოკრატია, უკრაინამ დღესვე  რომ დაუთმოს ტერიტორია, რუსეთი მაინც არ გაჩერდება

უკრაინა ომს გააგრძელებს - იქნება აშშ-სთან ერთად თუ მის გარეშე, - ამის შესახებ უსაფრთხოების სპეციალისტმა, ანდრო გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

გოცირიძე აცხადებს, რომ თავდაპირველად შეთავაზებული 28-პუნქტიანი პირობა, სუვერენიტეტის ნაწილის დაკარგვას მოიცავდა და უსაფრთხოების გრძელვადიან გარანტიას არ უზრუნველყოფდა.

„რთული ვითარებაა. ის თავდაპირველი პუნქტები, რაც უკრაინას შესთავაზეს, სუვერენიტეტის დაკარგვას ნიშნავს და არც ხანგრძლივი უსაფრთხოების გარანტიებსაც არ იძლეოდა. ბუნებრივია, უკრაინა ომს გააგრძელებს - იქნება აშშ-სთან ერთად თუ მის გარეშე. მგონია, რომ აშშ-ს ახალ ადმინისტრაციას ისეთი სტრატეგია აქვს არჩეული, რომ გაუთვალისწინებელი გადახრებით საკუთარი უპირატესობა დაადასტუროს მოლაპარაკებებში, რითაც რუსეთი ძალიან კარგად სარგებლობს. ყველაზე კარგი, რაც დღეს ხდება არის ის, რომ არ ხდება ზეწოლა 28 პუნქტზე შეჯერდნენ. თუკი 28 პუნქტიდან 2 პუნქტი მაინც დაკმაყოფილდება, უკრაინა სუვერენიტეტს ისედაც დაკარგავს. მეორე მხრივ, ზელენსკის მოუწევს თავის მართლება - რატომ შეაწყვიტა ამდენი ხალხი თუკი რუსეთის ნარატივს ხელს აწერდა. ამასთან, როგორც კი უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები დასრულდება, რუსეთი აუცილებლად მოიყვანს პრორუსულ ხელისუფლებას“,- აცხადებს ანდრო გოცირიძე.

მისი თქმით, რუსეთის მიზანი მხოლოდ უკრაინის ან სხვა ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია არ არის, მთავარ საფრთხედ ის მეზობელ ქვეყნებში დამკვიდრებულ დემოკრატიას აღიქვამს.

გოცირიძის განცხადებით, უკრაინამ დღესვე რომ დათმოს ოკუპირებული ტერიტორიები, რუსეთი მაინც არ გაჩერდება.

„იმისათვის, რომ ძალების უფრო მეტი კონსოლიდაცია მოხდეს, მნიშვნელოვანია დასავლეთს სწორად ესმოდეს რა უნდა რუსეთს. რუსეთის მიზანი არ არის რომელიმე ტერიტორიის მისაკუთრება, როგორც ეს შეცდომით ჰგონიათ. რუსეთისთვის ძირითადი საფრთხე არის მის საზღვრებზე შემდგარი დემოკრატია. უკრაინამ დღესვე რომ დაუთმოს ტერიტორია, რუსეთი მაინც არ გაჩერდება, რადგან უკრაინის დანარჩენ ტერიტორიაზე არსებული დემოკრატია, მისთვის ისეთივე სასიცოცხლო რისკია, როგორც საქართველოში. ამასთან, ომის შეჩერება რუსეთისთვის არის იმპერიის ნგრევა.

როგორც კი ომი შეწყდება, რუსეთი ჰიბრიდულად ეცდება დემოკრატიის დამხობას მის ახლო ტერიტორიებზე ან სხვაგან გააჩაღებს ომს. ეს სხვაგან არ იქნება მცირე ქვეყანა, რადგან რუსეთს სჭირდება ხანგრძლივი ომი“,- განაცხადა გოცირიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი