მარკ რუტე - მიამიტი არ ვარ იმასთან დაკავშირებით, რაც საქართველოში ხდება - ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ, ამის შესახებ ქართველებს ნათლად ვაცნობეთ

მიამიტი არ ვარ იმასთან დაკავშირებით, რაც საქართველოში ხდება, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, საქართველო კვლავ ასპირანტი ქვეყანაა თუ არა, მარკ რუტემ უპასუხა, რომ „ევროატლანტიკურ სივრცეში ნებისმიერ ქვეყანას, რომელსაც ნატო-ს წევრობა სურს, შეუძლია სურვილი გამოხატოს და შემდეგ პროცესი იწყება“.

„რა თქმა უნდა, მიამიტი არ ვარ იმასთან დაკავშირებით, რაც საქართველოში ხდება. ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ. ჩვენ ამის შესახებ ქართველებს ნათლად ვაცნობეთ. ჩვენ მათთან ვთანამშრომლობთ. ვფიქრობ, თანამშრომლობა ემსახურება იმ მიზანს, რომ არხი გვქონდეს, რათა ჩვენი შეშფოთება ნათლად გამოვხატოთ. მოდით, ამ ყველაფერს ოდნავ ჰოლისტურად შევხედოთ, რადგან საქართველო არის, მაგრამ, ასევე, ვხედავთ იმას, რა ხდება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რაც ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია იმის დამსახურებით, რასაც პრეზიდენტი ტრამპი აკეთებს. ამდენად, მე საქართველოს მთლიანი სამხრეთ კავკასიის კონტექსტში შევხედავდი“, - განაცხადა მარკ რუტემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს