თეთრი სახლის პრესსპიკერი - აშშ უკრაინას უსასრულოდ ვერ დაეხმარება, დონალდ ტრამპს ამ ომის დასრულება სურს

თეთრი სახლის პრესსპიკერის, კეროლინ ლევიტის განცხადებით, შეერთებულ შტატებს არ შეუძლია უკრაინისთვის იარაღის მიწოდების განუსაზღვრელი ვადით გაგრძელება.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა უზარმაზარი დრო და ენერგია ჩადო რუსეთისა და უკრაინის ომის გადაწყვეტის გზების ძიებაში, რისთვისაც იგი მადლიერებას იმსახურებს. თეთრი სახლის პრესსპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტრამპის მთავარი მიზანი მკვლელობების შეჩერება და ომის საბოლოოდ დასრულებაა.

კაროლონ ლევიტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა შეწყვიტა ამ ომის დაფინანსება, შეერთებული შტატები ნატოს მექანიზმების მეშვეობით კვლავ აგრძელებს უკრაინისთვის მნიშვნელოვანი რაოდენობით იარაღის გაგზავნას ან მიყიდვას.

„ჩვენ ამას უსასრულოდ ვერ გავაკეთებთ. პრეზიდენტს სურს, რომ ეს ომი დასრულდეს“, - აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი