რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინამ მათ ტერიტორიას 249 დრონით შეუტია, დაიღუპა 3 ადამიანი, 6 კი - დაშავდა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ღამით რუსეთის რეგიონების თავზე 249 უკრაინული დრონი გაანეიტრალეს, აქედან 116 შავი ზღვის თავზე ჩამოაგდეს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 76 დრონი კრასნოდარის მხარეში, 23 ყირიმში და 16 როსტოვის ოლქში გაანადგურეს.

ამასთან, 7 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ბრიანსკის ოლქში, ოთხ

-ოთხი კურსკის ოლქსა და აზოვის ზღვაში, ორი ბელგოროდის ოლქში და ერთი ლიპეცკის ოლქში.

როსტოვის ოლქის ხელმძღვანელის, იური სლიუსარის ინფორმაციით, რეგიონში დრონებით განხორციელებულ თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვერპლა.

ამასთან, კრასნოდარის მხარის ხელმძღვანელმა, ვენიამინ კონდრატიევმა განაცხადა, რომ დრონებით თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი