ქვეყნის მასშტაბით, ტყის ფერდობებზე გაჩენილი ხანძრების უმეტესობა ლიკვიდირებულია, ბაღდათში, სოფელ ხანის მიმდებარედ კი, ცეცხლის ქრობის სამუშაოები გრძელდება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, 24 ნოემბერს გაჩენილი ხანძრების უმეტესობა ლიკვიდირებულია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მეხანძრე-მაშველებმა სამცხე-ჯავახეთში, ახალციხეში გაჩენილი ხანძრების ლიკვიდირება უკვე მოახერხეს.

ასევე, მათივე ინფორმაციით, ბაღდათში სოფელ ხანის მიმდებარედ, ხანძრის ქრობის სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

მათი ცნობით, საფრთხე, რომ ცეცხლი დასახლებულ პუნქტამდე გავრცელდეს არ არსებობს.

ცნობისთვის, ეროვნული სატყეო სააგენტომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში ტყის ხანძრების რამდენიმე კერა ფიქსირდებოდა. მათი ცნობით, ცეცხლი ტყის საფარის დაბალ ფენას - ეკალ-ბარდებს გაუჩნდა.

რაც შეეხება, ბაღდათში, სოფელ ხანის მიმდებარედ, შერეული ტყის ფერდობზე გაჩენილ ხანძარს, გუშინვე ცეცხლის ქრობის პროცესში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცოცხალი ძალა და სპეცტექნიკა, ასევე სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენიც ჩაერთო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს