ლაშა ტყეშელაძე - გლდანის მერვე დაწესებულებაში პატიმრები გვიყვებიან ერთსა და იმავეს: მატლიანი საკვები, სიბინძურე და არასათანადო პირობები - გახსენით კარი და დაუშვით მედია, თუ დასამალი არაფერი გაქვთ! დადეთ პირობა, რომ ვინც ხმას აიმაღლებს, არ დაისჯება

გლდანის მერვე დაწესებულებაში პატიმრები გვიყვებიან ერთსა და იმავეს: გაფუჭებული და მატლიანი საკვები, სიბინძურე და არასათანადო პირობები ციხეში - გახსენით მერვე დაწესებულების კარი და დაუშვით მედია! თუ დასამალი არაფერი გაქვთ, საზოგადოება საკუთარი თვალით ნახავს სიმართლეს,-ამის შესახებ უფლებადამცველმა ლაშა ტყეშელაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ უნდა დადოს პირობა, რომ რომელი პატიმარიც ხმას აიმაღლებს და სიმართლეს ილაპარაკებს, არ დაისჯება.

„გლდანის მერვე დაწესებულებაში პატიმრები გვიყვებიან ერთსა და იმავეს: გაფუჭებული და მატლიანი საკვები, სიბინძურე და არასათანადო პირობები ციხეში.

ბატონო, სალია, თქვენ და თქვენი უწყება კი გვეუბნებით, რომ ეს ყველაფერი არის სიცრუე, მოგონილი ამბავი და ტყუილი.

მე მაქვს ერთი მარტივი თხოვნა, გახსენით მერვე დაწესებულების კარი და დაუშვით მედია! გახსენით მერვე დაწესებულები კარები და შიგნით დაუსვით ჟურნალისტები საწყობში, სამზარეულოსა და საკნებში. საზოგადოება საკუთარი თვალით ნახავს სიმართლეს. თუ დასამალი არაფერი გაქვთ.

აქვე დადეთ პირობა, რომელი პატიმარიც გაბედავს და ილაპარაკებს სიმართლეს, ხმას აიმაღლებს და ისაუბრებს პრობლემებზე, არ იქნება დასჯილი. ამ ადამიანების უკან ოჯახის წევრები არიან, რომლებიც მათზე ნერვიულობენ. თუ გინდათ საზოგადოებამ სიმართლე ნახოს, გახსენით ციხის კარები, თუ არაფერი გაქვთ დასამალი“,- აღნიშნა ტყეშელაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის