დავით ნარმანია მსოფლიო ბანკის GRAIL-ის პროექტის ექსპერტებს შეხვდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია მსოფლიო ბანკის GRAIL-ის პროექტის ექსპერტებს შეხვდა. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, შეხვედრა მიზნად ისახავდა მელიორაციის სექტორში ტარიფების რეფორმის მიმდინარეობის შეფასებას.

„შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მელიორაციის სექტორში არსებული გამოწვევები, რომელთა გადაჭრა ხელს შეუწყობს ეფექტიან რეგულირებას. დავით ნარმანიამ დადებითად შეაფასა მსოფლიო ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობა და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობა რეფორმის პროცესში.

სემეკის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ სემეკის წევრები და დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება