ხე-ტყის სოციალური ჭრების ვადის 1 წლით გადავადება იგეგმება

ხე-ტყის სოციალური ჭრების ვადის 1 წლით გადავადება იგეგმება. პირები, რომელთაც საშეშე მერქნით მომარაგება სჭირდებათ, შეშას არსებული პრაქტიკის შესაბამისად მიიღებენ - როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს საშუალება ექნებათ 2027 წლის 1-ელ იანვრამდე საშეშე მერქანი თავად დაამზადონ ან ტყის მართვის ორგანოდან შეიძინონ.

პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს „ტყის კოდექსში“ ცვლილებებს, რომლის მიხედვით, ფიზიკური პირის ინდივიდუალური სოციალური ინტერესების გათვალისწინებით საშეშე მერქნის მოპოვების უფლების ხე-ტყის დამზადების ბილეთის საფუძველზე გაცემა 2027 წლის 1 იანვრამდე იქნება დასაშვები.

2027 წლის 1-ელ იანვრამდე ტყის მართვის ორგანოებს უფლება მიეცემათ ადგილობრივი მოსახლეობა და სასაზღვრო სექტორი ხე-ტყით 2027 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება