საქართველოს სახალხო დამცველი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

სტრასბურგში ვიზიტით მყოფი საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ომბუდსმენის აპარატი ინფორმაციას ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრა 2025 წლის 24 ნოემბერს შედგა.

„შეხვედრაზე მიმოიხილეს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ანგარიშში ასახულ საკითხებზე; შეკრების თავისუფლების მდგომარეობაზე, კვოტირების საკითხზე, აქციების დროს დაზარალებულთა მიმართ გამოძიების მიმდინარეობასა და სხვა აქტუალურ თემებზე.

სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ ყველა ის საკითხი, რომელიც ნახსენებია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 2025 წლის ანგარიშში, დეტალურად არის წარმოდგენილი და განხილული სახალხო დამცველის საპარლამენტო და სპეციალურ ანგარიშებში.

შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს სახალხო დამცველის აპარატისა და ევროსაბჭოს თანამშრომლობას. ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მადლობა გადაუხადა იმ საქმიანობისთვის, რომელსაც სახალხო დამცველი და მისი აპარატი ახორციელებს და თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვა“, - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება