ანდრეი სიბიგა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

ანდრეი სიბიგა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, - ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„კაია კალასს ვესაუბრე და მას უკრაინელი ხალხის, სამოქალაქო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ რუსეთის მასობრივი იერიშის შესახებ ინფორმაცია მივაწოდე. ევროკავშირს მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადე და რუსეთზე ზეწოლის გაზრდის აუცილებლობას ხაზი გავუსვი“, - წერს სიბიგა X-ზე.

მისი თქმით, კაია კალასთან „სამშვიდობო ძალისხმევასთან დაკავშირებით შემდგომი ნაბიჯები შეათანხმა“.

„ასევე, მადლობელი ვარ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს ხვალინდელ შეხვედრაზე მიწვევისთვის“, - აღნიშნავს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ცნობისთვის, უკრაინისთვის სამშვიდობო გეგმის განსახილველად ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა მოიწვია. რიგგარეშე სხდომა ხვალ ვირტუალურ ფორმატში ჩატარდება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს