ნინო წილოსანი - საქართველო არის გამორჩეული ასპირანტი ქვეყანა ნატოს ფარგლებში - ნამდვილად გასაკვირია ვინმეს მხრიდან შეშფოთება, ან რაღაც ნეგატიური პოზიციის გამოხატვა საქართველოსთან მიმართებით

საქართველო არის გამორჩეული ასპირანტი ქვეყანა ნატოს ფარგლებში - ნამდვილად გასაკვირია ვინმეს მხრიდან შეშფოთება, ან რაღაც ნეგატიური პოზიციის გამოხატვა საქართველოსთან მიმართებით, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მისი თქმით, საქართველო ფაქტობრივად, ღია კარში დგას, ნატოში არ უშვებენ და სამაგიეროდ, ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით, უსამართლო განცხადებებს აკეთებენ.

„ამდენი წლის განმავლობაში, საქართველო ფაქტობრივად, ღია კარში დგას და ნატოში არ უშვებენ. სამაგიეროდ, ასეთ უსამართლო განცხადებებს აკეთებენ საქართველოსთან მიმართებით. საქართველო არის გამორჩეული ასპირანტი ქვეყანა ნატოს ფარგლებში. ჩვენი კონტრიბუცია, ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლის გაწირვის ფასად რაც გვიჯდებოდა, განსაკუთრებით აღსანიშნი უნდა ყოფილიყო თავად გენერალური მდივნის მხრიდან. თუმცა არა, ამ შემთხვევაში, აღნიშვნის ღირსად ჩათვალეს სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებული აქციები, სადაც პოლიცია საკმაოდ სამართლიანად და ლეგიტიმური ძალის გამოყენების ფარგლებში ახდენდა რეაგირებას. ეს იმ ქვეყნების შემხედვარე, სადაც ვხედავთ, როგორ ცხვირ-პირს ალეწავენ პროპალესტინური აქციის მონაწილეებს. ამის ფონზე, ნამდვილად გასაკვირია ვინმეს მხრიდან შეშფოთება, ან რაღაც ნეგატიური პოზიციის გამოხატვა საქართველოსთან მიმართებით. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ უსამართლობის განცდა უჩნდება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, როდესაც ამ მოცემულობას ხედავს," - განაცხადა წილოსანმა.

ცნობისთვის, ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მიამიტი არაა.

კითხვაზე, საქართველო კვლავ ასპირანტი ქვეყანაა თუ არა, მარკ რუტემ უპასუხა, რომ „ევროატლანტიკურ სივრცეში ნებისმიერ ქვეყანას, რომელსაც ნატო-ს წევრობა სურს, შეუძლია სურვილი გამოხატოს და შემდეგ პროცესი იწყება“.

„რა თქმა უნდა, მიამიტი არ ვარ იმასთან დაკავშირებით, რაც საქართველოში ხდება. ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ. ჩვენ ამის შესახებ ქართველებს ნათლად ვაცნობეთ“, - განაცხადა მარკ რუტემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება