მიხეილ სააკაშვილი - როცა საჯარო სივრცეში საუბარს იწყებენ - „მე არც „ნაცი“ ვარ და არც „ქოცი“, სჯობს დაამატონ: „მე ვარ იდიოტი“ - ეს ივანიშვილის სასარგებლო იდიოტების მთავარი ლოზუნგია

როცა საჯარო სივრცეში საუბარს იწყებენ - „მე არც „ნაცი“ ვარ და არც „ქოცი“, სჯობს დაამატონ - „მე ვარ იდიოტი",- ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წერილი მის სოციალურ ქსელში ვრცელდება.

სააკაშვილის განმარტებით, ეს მიდგომა „ივანიშვილის სასარგებლო იდიოტების მთავარი ლოზუნგია”.

„ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ადამიანი ან „ნაცი" უნდა იყოს ან „ქოცი", საზოგადოების დიდი უმრავლესობა არცერთი არაა და ეს ნორმალურია.

მაგრამ, როცა საჯარო სივრცეში საუბარს იწყებენ - "მე არც „ნაცი” ვარ და არც „ქოცი", სჯობს დაამატონ - „მე ვარ იდიოტი" – „არც „ნაცი”, არც „ქოცი“ არის ივანიშვილის სასარგებლო იდიოტების მთავარი ლოზუნგი“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ზაქარია ქიტიაშვილი - განათლების მიმართულებით მიღებული ყველა გადაწყვეტილება ზემოდან ქვემოთ მოდელით მიიღება, რაშიც არცერთი დაინტერესებული მხარე არ არის ჩართული
ქართული პრესის მიმოხილვა 29.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა
Bybit Card ქართულ ბაზარზე - კრიპტოვალუტით გადახდის ახალი შესაძლებლობა
ინვესტიციის ახალი ფილოსოფია - ფული აღარ არის ფუფუნება