ჭიათურელი მაღაროელები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ

„სამართალი ჭიათურას“ - ამ ლოზუნგით ჭიათურელი მაღაროელები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ.

მაღაროელი ტარიელ მიქაცაძის თქმით, ისინი უკეთესი შრომითი პირობებისთვის იბრძვიან და რამდენიმე პასუხგაუცემელი კითხვა აქვთ, მათ შორის რას ითვალისწინებდა ის რეორგანიზაცია, რომელიც „ჯორჯიან მანგანეზთან“ შეთანხმებით განახორციელა „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“.

„დღემდე არ გვაქვს პასუხი უმთავრეს კითხვაზე: რაზე შეთანხმდნენ და რას მოაწერეს ხელი, რის შედეგადაც ჭიათურის საწარმოებში დასაქმებული 3620 თანამშრომლიდან 2000 ადამიანი უმუშევარი დარჩა. რის ფასად უნდა აღმდგარიყო საწარმოო პროცესი?! 2000 თანამშრომლის განთავისუფლების, რეპრესიების და მუშების დაკავებების ხარჯზე, რომლებიც 7 თვეზე მეტია უსამართლო პატიმრობაში იმყოფებიან? მაღაროელები ითხოვენ პასუხებს და ითხოვენ უკანონოდ დაპატიმრებული მაღაროელების გათავისუფლებას, რომლებიც უკეთესი შრომითი პირობებისთვის და ჭიათურის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლის გამო ისჯებიან“, - აღნიშნა მიქაცაძემ.

შეგახსენებთ, მაღაროელები ღირსეულ შრომის პირობებსა და ღირსეულ ანაზღაურებას ითხოვენ. ისინი ამ მოთხოვნით 271 დღეა, რაც საპროტესტო აქციას მმართავენ. საპროტესტო მოძრაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც „ჯორჯიან მანგანეზმა” ჭიათურაში საწარმოო პროცესი შეაჩერა. მაღაროელები ასევე საუბრობდნენ ხელფასების დაგვიანებით დარიცხვაზე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება