სახელმწიფო ენის დეპარტამენტი სახელმწიფო ენის სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო ენის დეპარტამენტი სახელმწიფო ენის გამოცდის ჩატარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, 2026 წლიდან ჩატარდება სასერტიფიკაციო გამოცდა ქართულ ენაში. გამოცდის საფუძველზე გაიცემა სერტიფიკატი, რომლის გამოყენება შეიძლება როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

„სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამის (სტრატეგიის) შესაბამისად, 2026 წლიდან ჩატარდება გამოცდა ქართულ ენაში. ქართული ენის გამოცდას ყოველ წელს რამდენჯერმე ჩაატარებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ენათა სწავლის, სწავლებისა და შეფასების საერთო ევროპულ ჩარჩოზე დაყრდნობით. ამ გამოცდის საფუძველზე სახელმწიფო ენის დეპარტამენტი გასცემს სერტიფიკატს, რომლის გამოყენება შეიძლება როგორც საქართველოში, ისე ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ერთიანი საგამოცდო სისტემის დანერგვით საბოლოოდ დამკვიდრდება ქართული ენის სწავლის, სწავლებისა და შეფასების ერთიანი სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს მრავალენოვანი საზოგადოების სამოქალაქო ინტეგრაციას და მოხსნის სახელმწიფო ენის ფუნქციონირების შემაფერხებელ გარემოებებს. ქართული ენის სასერტიფიკაციო გამოცდა ერთნაირად მნიშვნელოვანი იქნება საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი უცხოელი ან/და არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის, საჯარო სამსახურში მუშაობის უფლების მქონე უცხოეთის მოქალაქეებისთვის, უცხოეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვისა და ბიზნესსექტორში დასაქმებული არაქართულენოვანი კადრებისთვის. ეს გამოცდა შეიძლება გამოყენებულ იქნეს არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეთა ქართული ენის ცოდნის დონის შესამოწმებლად, მათ მოსამზადებლად ეროვნული გამოცდებისთვის“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს