მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორს ჰელმუტ ფრისს „ევროპის უნივერსიტეტმა“ საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა

მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ქირურგიული კლინიკისა და პოლიკლინიკის დირექტორს, პროფესორ ჰელმუტ ფრისს მედიცინის დარგის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის „ევროპის უნივერსიტეტის“ საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. ინფორმაციას „ევროპის უნივერსიტეტი“ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, პროფესორ ფრისს საპატიო დოქტორის დიპლომი „ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორმა, ნინო ტალიაშვილმა გადასცა.

„ღონისძიებას ვიცე-პრეზიდენტი თამარ ზარგინავა, ვიცე-რექტორები ნიკოლოზ ფარჯანაძე და სოფო ხუნდაძე, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ნათია ჯოჯუა, ფაკულტეტის წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში პროფესორმა ჰელმუტ ფრისმა მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ღია ლექცია თემაზე „აქტუალური საკითხები თანამედროვე კლინიკურ მეცნიერებაში“ ჩაატარა და სტუდენტებს მნიშვნელოვანი გამოცდილება გაუზიარა.

პროფესორი ჰელმუტ ფრისი 2007 წლიდან იკავებს მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ქირურგიული კლინიკისა და პოლიკლინიკის დირექტორის თანამდებობას. მისი კარიერა მოიცავს გერმანიის, შვეიცარიისა და ამერიკის შეერთებული შტატების წამყვან ინსტიტუტებს, რაც ასახავს მის საერთაშორისო გავლენას მედიცინაში.

როგორც გაერთიანებული ევროპის გასტროენტეროლოგიის ფედერაციის გენერალური ასამბლეის წევრი და ევროპის საჭმლის მომნელებელი სისტემის კვლევის საზოგადოების მდივანი, ის ემსახურება გლობალურ სამედიცინო საზოგადოებას. მისი მიღწევები ფართოდ არის აღიარებული და აქვს საპატიო პროფესორის წოდება.

„ევროპის უნივერსიტეტს“ აქვს მჭიდრო აკადემიური კავშირი „მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან“. ორ საგანმანათლებლო ინსტიტუციას შორის არსებული თანამშრომლობა სტუდენტებისთვის ინტერნაციონალური ცოდნის გაზიარებას და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას მოიცავს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო