დავით მათიკაშვილი - არის სურვილი, რომ პარლამენტში ერთ პარტიას მიტმასნილი შევიდნენ, სავარძელი აიღონ, შემდეგ კი მარტივ მამრავლებად დაშლა ხდება - სწორედ ეს გვინდა  შევზღუდოთ, რათა პარტიული დემოკრატია განვითარდეს!

არის სურვილი იმისა, რომ პარლამენტსა თუ ადგილობრივ ორგანოებში ერთ პარტიას მიტმასნილი შევიდნენ, სავარძელი აიღონ და შემდეგ დაიშალონ - არანაირი ერთობა იდეებში, პოლიტიკურ ხედვებსა და სურვილებში! სწორედ ეს გვინდა რომ შევზღუდოთ! - ასე ახსნა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა ახალი რედაქციის „საარჩევნო კოდექსის“ ის ახალი რეგულაცია, რომლის ამოქმედების შემდეგ, პარტიები საპარლამენტო თუ ადგილობრივ არჩევნებში არაპარტიული პირების კანდიდატებად წარდგენას ვეღარ შეძლებენ.

როგორც მათიკაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ეს აკრძალვა პარტიული დემოკრატიის განვითარებას შეუწყობს ხელს.

„წინასაარჩევნოდ, კონკრეტული პოლიტიკური კორუფციის სურნელით პარტიებთან უპარტიო წევრების მიტმასნება და შემდეგ მარტივ მამრავლებად დაშლა ხდება. არანაირი ერთობა იდეებში, პოლიტიკურ ხედვებსა და სურვილებში არ არის. არის მხოლოდ სურვილი იმისა, რომ ერთ პარტიას მიტმასნილი შევიდნენ და სავარძელი აიღონ. მერე არის დაშლილი ერთობა. არ არის არანაირი სიმტკიცე პარტიულ შეხედულებებში, შემდგომი განვითარების ერთიანი გეზი. სწორედ ეს გვინდა, რომ შევზღუდოთ, რათა პარტიული დემოკრატია განვითარდეს.

პარტიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ პარტიის წიაღი სასურველი გახდეს და აღარ გაუჭირდეს პარტიის შემადგენლობიდან ისეთი კანდიდატების დასახელება, ვისაც ცნობადობა და საზოგადოების მხარდაჭერა ექნება“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

პარლამენტი ახალი რედაქციის „საარჩევნო კოდექსს“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტებს პირველი მოსმენით იხილავს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება